Biography

Eng↓

ბიოგრაფია

ნათია ბენაშვილი ქართველი მხატვარია, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. მისი ნამუშევრები ადამიანს ეხება – წარსულ გამოცდილებებს და თვითანალიზს ძლიერი გავლენა აქვს მის შემოქმედებაზე.

მისი სახელოვნებო პრაქტიკა მოიცავს ფერწერას, გრაფიკას, სერიგრაფიას, ვიდეო, ინსტალაციას, ადგილსპეციფიკურს და ა.შ.

ნათიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაკალავრის და მაგისტრის  ფერწერის ფაკულტეტი, აქედან ერთი წლით გაცვლითი პროგრამით რომში სწავლობდა სახვითი  ხელოვნების ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში, ის სხვადასხვა სახელოვნებო პროექტსა და გამოფენაში იღებდა მონაწილეობას.

სწავლის დამთავრების შემდეგ ნათია ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობს.

2018 წელს მისი ფერწერა – „ორნი“ „არტისტერიუმ 11-ის“ ფარგლებში ეხებოდა სქესთან დაკავშირებულ შეხედულებებს, რაც ვარდისფერ და ლურჯ ფერთან ასოცირდება.

2019 წელს სოფელ ზემო ნიქოზში, პროექტ off/line-ის ფარგლებში მან გააკეთა ნამუშევარი – „საყვარელი რაღაცები“ – მიტოვებულ რკინიგზის ჯიხურში  კედლებზე გადაწერილი ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩანაწერები, რომლებიც მხატვარმა მათი პორტრეტების სანაცვლოდ შეაგროვა.

ასევე ნათიამ 2018 წელს ანა ქინქლაძესთან ერთად საერთაშორისო პროექტ „კონვერსას“ ორგანიზება დაიწყო თბილისში, რომელიც ეხება სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს შორის გამოცდილების, იდეების გაზიარებას და დიალოგის წამოწყებისათვის ხელის შეწყობას.

 

 

Biography

Natia Benashvili was born in Tbilisi where she currently lives and works.

Her artwork relates to human and is strongly influenced by the past experiences and self-analysis. She produces work in different media including painting, drawing, silkscreen print, video, installation, site-specific etc.

She finished her master’s and bachelor’s degree in fine arts at the Tbilisi State Academy of Arts, including one-year exchange program of master’s degree in visual arts at the Academy of Fine Arts of Rome. During the studies she participated in various group exhibitions and projects. After finishing her studies, Natia mostly works independently.

Her work in 2018 “The two” at “Artisterium 2018” was about the stereotypes associated with blue and pink colours.

In 2019 she participated in the Off/line project in Zemo Nikozi village in Georgia where her work “Favourite things” was the painted text in the war abandoned railway booth. She copied the notes she collected from the villagers in exchange for their portraits.

Since September 2018 Natia, together with Ana Qinqladze is organising an international project – Conversas in Tbilisi – an informal series of conversation meetings, supporting the dialogue and exchange of experience between people with different backgrounds.